თეგი: დედაენის დღე

კელი დეგნანი: ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ

დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. „1978 წლის 14 აპრილს, ქართველი ხალხი საკუთარი ენის, კულტურისა და ღირებულებების დასაცავად საბჭოთა ოკუპანტებს წინ აღუდგა. როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმებით დაიმუქრა, ათობით ათასი ქართველი საპროტესტო სვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრში, პარკისკენ გაემართა. ეს პარკი დღეს „დედა ენის” სახელს ატარებს, როგორც სიმბოლო სიმამაცისა, ქართული ენის უძლეველობისა და ქართველი ხალხის ურყევი დამოუკიდებლობისა. 1978 წლის დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ამას მალევე მოჰყვა აქციები სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. 1991 წელს ამ უწყვეტმა იმპულსმა საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. 30 წლის წინ, ამერიკელი ხალხი დადგა ყველას გვერდით, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობის, უნიკალური კულტურისა და ენის დასაცავად. დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა, შეწინააღმდეგებოდნენ აგრესიას და თავგანწირვით ებრძოლათ საკუთარი კულტურისა და ღირებულებების დასაცავად. ჩვენ კვლავ ვხედავთ მოსკოვის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას,​ ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად“.  

საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასურველია სკოლაში არჩევით საგნად სვანურისა და მეგრულის სწავლება დაიწყოს. პრეზიდენტის თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში განაგრძობს.  „რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ განზრახვის წინააღმდეგ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

პრეზიდენტი: უკრაინა უსასტიკეს პირობებში იბრძვის სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის, ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ, ამ დღეს ვუძღვნით მათ

45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და გაძლიერება და რითაც დღემდე მოვიდა. „შეიძლება, ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არ დათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს – 1917 წლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 წლის და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ამ გამარჯვებებზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო. 221 წელი კი ეცადა რუსეთი საქართველოსთვის წაერთვა სახელმწიფოც ენაც და დამოუკიდებლობაც, თუმცა მიუხედავად რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლისა, საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად გადაერჩინა თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა სამი ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.ამ განზრახვის წინააღმდეგ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად.საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა. ასევე წაიკითხეთ საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

45 წლის წინ ქართველებმა არამხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო დედაენის დღესთან დაკავშირებით, Facebook-ზე წერს:  გაეროში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა." 45 წლის წინ თქვენ არამხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილოცავთ დედაენის დღეს! წერს საელჩო Facebook-ზე.   

საელჩო: ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის როლი

საქართველოში ლიეტუვის საელჩო ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს. საელჩო Facebook გვერდზე წერს, რომ ქართველებს კარგად ესმით ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. „საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გილოცავთ ქართული ენის დღეს (დედაენის დღეს). ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, წარმოადგენენ რა მცირერიცხოვან ერს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. მოქალაქეების მონდომებასა და ყოველდღიურ ქმედებებს, მათ შორის, საკუთარი მშობლიური ენის გამოყენებისა და პატივისცემის კუთხით, ენის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით“, – წერს საელჩო.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას. „ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის - დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია,” - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილება საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში უნდა შესულიყო, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ის საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. თუმცა იმავე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი ამ განზრახვის აღსრულებას წინ აღუდგა. მათ შორის უდიდეს ნაწილს სტუდენტი ახალგაზრდობა შეადგენდა. დედაქალაქში მოეწყო მასობრივი მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის) შენობისკენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ლოზუნგები, მათ შორის იყო "აი, ია". ანალოგიური პროცესები ბათუმშიც განვითარდა. იქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინათ, საიდანაც ასევე ამოღებული იყო მუხლი ქართული ენის შესახებ. ვითარება უმართავი ხდებოდა. შექმნილი ვითარებიდან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისას ორი გზა რჩებოდა: სისხლისღვრა ან დათმობა. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა. 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.  

ამერიკის საელჩო: აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით

აშშ საქართველოს დედაენის დღეს ულოცავს.   „ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ,“ წერს საელჩო.